Tuesday, December 8, 2015

შემოქმედებითად მიუდექით კლასის მართვას

შემოქმედებითად მიუდექით კლასის მართვას
მასწავლებლები თავად ქმნიან ორიგინალურ სტრატეგიებს და მათ პირად წარმატებულ გამოცდილებებს საჯაროდ უზიარებენ ყველას. ზემოთ ვახსენეთ, რომ კლასის მართვასთან რამდენიმე თეორიაა დაკავშირებული, თუმცა ყველა მათგანი დეტალურად არ გაგვიხილავს. იმედია, აქ მოცემული მაგალითები, მასწავლებლებს დაეხმარება კლასის მართვის საკუთარი ეფექტური თეორია შექმნან. ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ, რომ კლასის მართვა არ არის თვითმიზანი. მთავარია მოსწავლეების მოტივაცია ამაღლდეს და მათ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ.
მაგალითად, ერთ-ერთმა მასწავლებელმა დაწყებით კლასებში ასეთ რამ მოიფიქრა: როდესაც ბავშვები ხმაურობენ იგი ანიშნებს მოსწავლეს, რომელიც ხმაურობს ფეხზე ადგეს, ამ მოსწავლეს შეუძლია დაჯდეს როგორც კი დაინახავს სხვა მოსწავლეს, რომელიც ხმაურობს, თუმცა როგორც წესი ბავშვები მაშინვე ჩუმდებიან რათა ფეხზე დადგომა არ მოუწიოთ.
დაბალ კლასებში ხმაურის შესამცირებლად შესაძლებელია ფუმფულა სათამაშოს გამოყენება. საუბარი არ შეიძლება თუ სათამაშოს არ გესვრიან, მასწავლებელი ესვრის ვისაც სურს საუბარი ან ვისაც კითხვას უსვამს, შემდეგ კონკრეტული მოსწავლე ესვრის სათამაშოს სხვა მოსწავლეს დ.ა.შ.
კიდევ ერთი სტრატეგია ფუმფულა სათამაშოს გამოყენებით: დაწყებით საფეხურზე, კლასში არის სათამაშო, მაგალითად ძაღლი, რომელიც კარგავს ან იღებს საჩუქრებს( ძვალს, პატარა ბურთს დ.ა.შ.) იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან ბავშვები. გაკვეთილის/ დღის ბოლოს მასწავლებელი და ბავშვები ერთად აჯამებენ იმას, თუ რატომ მიიღო ან დაკარგა სათამაშომ ესა თუ ის საჩუქარი.

როგორ გავხადოთ სწავლა სახალისო ტექნოლოგიების დახმარებით

როგორ გავხადოთ სწავლა სახალისო ტექნოლოგიების დახმარებით
თარიღი: 08 დეკემბერი 2015

ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია წიგნიერების კომპეტენციაა. რატომ არის წიგნიერება ასეთი მნიშვნელოვანი? ფაქტია ის ისეთი უნარების განვითარებასთანაა დაკავშირებული. როგორიცაა:

·კრიტიკული აზროვნება
·გაგების-გააზრების უნარი
·ანალიზის უნარი
·სინთეზისა და შეფასების უნარები.
წიგნიერება ეხმარება ადამიანს იყოს წარმატებული მოქალაქე 21-ე საუკუნის უნარებით აღჭურვილი. ამ კომპეტენციას საფუძველი სწორედ დაწყებით კლასებში ეყრება, ამ დროს უკვე შეიძლება ბავშვი ჩამოყალიბდეს კარგ მკითხველად

.
დღეისათვის კითხვის სწავლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ურთიერთობენ წიგნთან, უმეტეს დროს კომპიუტერთან ატარებენ. პრობლემა ზოგადია და აქტუალურია სწავლების სამივე საფეხურზე.
გადავწყვიტე პროექტის განხორციელება, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები მიზანმიმართულად გამოვიყენე კითხვის უნარის გასავითარებლად. ეს აქტივობები იყო 21-ე საუკუნის უნარების განვითარების საშუალება. მათ შეძლეს საკითხების ინტეგრაცია და შექმნეს პროექტის საბოლოო პროდუქტი-ელექტრონული წიგნები.
პროექტის მიზანი - ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების(კერძოდ წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების, სემიოტიკური კომპეტენციის) განვითარება მოსწავლეებში.
გასავითარებელი უნარები:
-21-ე საუკუნის უნარები (მაგ:შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად)
- კითხვის უნარი
-შემოქმედებითი უნარები
-ისტის გამოყენების უნარები
-მაღალი დონის სააზროვნო უნარები
კლასი - მესამე
საგანი/ები - ქართული, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
ბავშვებს ყოველთვის მოსწონთ განსხავავებული აქტივობები. უყვართ სიახლეები. ამიტომ კითხვის უნარის გასავითარებლად ბუკის გამოყენება მათთვის სიახლეს წარმოადგენდა, ამას ემატებოდა კიდევ ერთი სახალისო აქტივობა ხატვის სახით. ისინი წაკითხულის დასურათებას ახდენდნენ .

გთავაზობთ განხორციელებული ქმედებების ეტაპობრივ თანმიმდევრობას:
პირველი ეტაპი - მოტივაციის მიზნით, მესამეკლასელ მოსწავლეებს ვაჩვენე ჩემი შექმნილი ელექტრონული წიგნები, რამაც მათი დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ მათ სურვილი გაუჩნდათ თავად შეექმნათ საკუთარი ელექტრონული წიგნები, თვითონ იქნებოდნენ წიგნის მხატვრები და გამხმოვანებლები.
მეორე ეტაპი - შევადგინეთ მინი გეგმა. პირველ რიგში შევქმენი პროექტის ბროშურა, რითაც სასკოლო საზოგადოება გაეცნო პროექტს, შევუდექით მუშაობას. მოსწავლეებს ვთხოვე სახლიდან მოეტანათ სკოლაში მათ ხელთ არსებული საბავშვო ლიტერატურა. შევარჩიეთ მათგან ისეთი მოთხრობები, ზღაპრები და იგავ-არაკები რომლის დამუშავებასაც შეძლებდნენ.
მესამე ეტაპი - მოსწავლეებიმა შეარციეს ნაწარმოებები, მოახდინეს ტექსტების ანალიზი (დაყვეს ეპიზოდებად, დაარჩიეს, დაასურათეს) გადაუღეს ფოტოები თავიანთ ნახატებს, გადაიტანეს ბუკში და შეინახეს ჯერ საქაღალდეში. კითხულობენ თითოეული ნახატის შესაბამის ტექსტს გამომეტყველებით, იწერენ ბუკში, პროგრამაში: Sound Recorder. ინახავენ ჩაწერილ ხმებს ბუკში. აკვირდებიან ხმის ხანგრძლივობის დროს, ინიშნავენ, რომ შემდეგ სლაიდზე მიუთითონ ეს დრო.
მეოთხე ეტაპი - ელრქტრონული წიგნის აწყობა, ჩემი დახმარებით განხორციელდა. ჩემი დახმარებით შეძლეს წიგნის ყდების ლამაზად გაფორმება ანიმაციებით.
მეხუთე ეტაპი - გავხსენი პროექტის ბლოგი და ყველა მოსწავლის წიგნი ავტვირთე ბლოგზე, რომელსაც დავარქვით ინტერნეტ ბიბლიოთეკა. იხ. ელ მისამართზე:
http://internetbiblioteka.blogspot.com/p/blog-page_69.html
ამანაც გამოიწვია მოსწავლეებისა და მშობლების დაინტერესება, რომ მათი შრომის პროდუქტი ყველას შეეძლო ენახა ინტერნეტში.
როგორ შევაფასე მოსწავლეები?
§პირველ ეტაპზე - შევაფასე მათი კითხვის უნარი განმავითარებელი კომენტარებით.
§მეორე ეტაპზე - შევაფასე მათი მუშაობის ორგანიზებულობა, მონდომება, შრომისმოყვარეობა.
§მესამე ეტაპზე - კი ელექტრონული წიგნი ის, რაც სასწავლო მიზნის მიხედვით საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო
პროექტის საბოლოო შედეგი - ყველა მოსწავლემ შეძლო წიგნი-ტრადიციული გაგებით, დაეკავშირებინა თანამედროვე ტექნოლოგიებთან, გაეაქტიურებინა შემოქმედებითი უნარები(შესაძლებლობის მიხედვით) და შეექმნა სრულიად ახალი პროდუქტი -ელექტრონული წიგნი.( სინთეზის დონე)
აღსანიშნავია, რომ ყველა მოსწავლე მუშაობდა ხალისით და ინტერესით. მათთვის კითხვის პროცესი სახალისო გახდა. რადგან საშუალება მიეცათ მოესმინათ თავიანთი ხმისთვის, გაესწორებინათ შემდეგ ცდაზე ყველა ხარვეზი.მუშაობის პროცესში მათ განუვითარდათ ზემოთ აღნიშნული უნარები. პროექტში ჩართული იყო ყველა მოსწავლე შესაძლებლობის გათვალისწინებით. ( ზოგმა დიდი წიგნი შექმნა, ზოგმა უფრო პატარა.)პროექტის საშუალებით მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ტექნოლოგიების დახმარებით განევითარებინათ კითხვის უნარი. მათ ასევე განუვითარდათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები
გამოყენებული ლიტერატურა:
1. „ეროვნული სასწავლო გეგმა"
2. http://tpdc.ge/essentials/

Tuesday, December 1, 2015

პირველი შეხვედრა პედაგოგებთან

16 ნოემბერს შედგა პირველი შეხვედრა ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პედაგოგებთან. შეხვედრის მიზანი იყო მასწავლებელთა კითხვარის  შევსების წესების გაცნობა და escool-ში მუშაობა. შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა, მასწავლებლებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები დასმულ შეკითხვებზე, იმუშავეს შავად.
შევადგინეთ შემდგომი შეხვედრების განრიგი. დავგეგმეთ შეხვედრის ტიპები- ჯგუფური, ინდივიდუალური, წყვილებში.











გრძელდება ჩვენი შეხვედრები.გარდა სკოლაში შეხვედრებისა,გვაქვს სხვადასხვა სახის ინფორმაციული კავშირი-სატელეფონო, ინტერნეტი...მასწავლებლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან მათზე დაკისრებულ დავალებას.დავიწყეთ ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობა.

ფასილიტატორების ტრენინგზე

14-15 ნოემბერს საჩხერის 2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ფასილიტატორების ტრენინგი. ტრენინგის ხელმძღვანელი: ლიკა გომართელი. ტრენინგმა ნაყოფიერად ჩაიარა.







ფასილიტაცია, ფასილიტატორი


 
   მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი

         ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც სქემა სთავაზობს ზოგადასაგა-
ნამანათლებლო სისტემას, არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასი-
ლიტატორის ინსტიტუტის შემოღება სკოლებში.
        მისი დანიშნულებაა თითოეული მასწავლებლის ინდივიდუალური საჭიროებების
გამოვლენა, გაანალიზება, ამ სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით მის პრო-
ფესიულ განვითრებაზე ზრუნვა და ამ გზით სკოლაში ზოგადი პროფესიული დონის
ამაღლება. რა თქმა უნდა, ფასილიტატორის, ისევე, როგორც სქემაში ჩართული ყვე-
ლა პირის, საბოლოო მიზანი მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაა. მასწავლებლის
პროფესიული განვითარების ფასილიტატორების საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მასწავლებელთა დახმარება პროფესიულ საქმიანობაში, რათა მათ შემდგომში დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი პრაქტიკის წარმართვა და გაუმჯობესება, რითაც თავიანთ წვლილს შეიტანენ სკოლის განვითარებაში. ამდენად, ფასილიტატორის ინსტიტუტის წარმატებით დანერგვა და ამოქმედება არა მხოლოდ ცალკეული მასწავლებლის, არამედ საბოლოოდ მთლიანად სკოლის განვითარებას შეუწყობს ხელს (მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების,პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი ).

ფასილიტაცია- ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გულისხმობს რაიმე პროცესების ხელშეწყობას, ან სხვისი დავალებების გაადვილებას. ადამიანს, რომელიც კისრულობს ამ როლს, ეწოდება ფასილიტატორი. ტერმინი ,,ფასილიტატორი'' გამოიყენება განათლების სისტემაში და ნიშნავს სპეციფიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელიც ეხმარება სხვებს სასწავლო მიზნების მიღწევაში.  ფასილიტატორი არის  სკოლის მასწავლებელი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და ცდილობს, გადასცეს თავისი გამოცდილება სხვა მასწავლებელს, რომელსაც არ მიუღია მსგავსი გამოცდილება ( სამოქალაქო განათლების ლექსიკონი )