Tuesday, February 2, 2016

სამუშაო რესურსები

სამუშაო რესურსები

სამუშაო რესურსები

1.  ა)   მასწავლებლის-საქმიანობის-დაწყების-პროფესიული-განვითარებისა-და-კარიერული-წინსვლის-სქემის-გზამკვლევი    ნაწილი I 

     ბ)    მასწავლებლის-საქმიანობის-დაწყების-პროფესიული-განვითარებისა-და-კარიერული-წინსვლის-სქემის-გზამკვლევი    ნაწილი II



2.   თვიშეფასების კითხვარის შევსების ინსტრუქცია

3.   თვითშეფასების კითხვარი

Wednesday, January 13, 2016

ეფექტური სასკოლო გუნდი

 ეფექტური სასკოლო გუნდი


მასწავლებელი მნიშვნელოვანი ნაწილია სკოლის ერთიანი სიტემისა, რომელშიც ყველას თავისი ფუნქცია აქვს. სკოლა უნდა იყოს ერთი გუნდივით, რომელიც გუნდის წევრებს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობას გულისხმობს.
`თანამედროვე მსოფლიოში მასწავლებლობა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი პროფესია რადიკალურად შეიცვალა. ჩემი გამოცდილებით, ადამიანთა უმეტესობაში არსებობს საერთო აზრი ცვლილების შემდეგ ასპექტთან დაკავშირებით: ოცდამეერთე საუკუნეში მასწავლებლები თავს აღარ მიიჩნევენ `მარტოხელა რეინჯერებად~ და სასწავლო პროცესიც აღარ არის ერთი ადამიანის შოუ. დღესდღეობით, მასწავლებლებმა უნდა აიღონ გუნდის ლიდერის ფუნქციები და იმუშაონ ბევრ სხვა პროფესიონალთან ერთად, მაგალითად, ასისტენტებთან, მენტორებთან, მომავალ კოლეგებთან ერთად, რათა ეფექტურად უხელმძღვანელონ ბავშვებისა და მოზარდების სწავლის პროცესს. რა თქმა უნდა, მასწავლებლები ყოვეთვის ლიდერები იყვნენ, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ საკლასო სივრცეში მათი ლიდერობის ფუნქცია შეიცვალა. დღეს უფრო კარგად გვესმის, როგორ ფუნქციონირებს სასწავლო პროცესი და ამის გამო ნაკლებ ვართ დამოკიდებული სწავლების `დიდაქტიკურ მეთოდზე~, როდესაც მასწავლებელი `სცენაზე მდგომი ბრძენის~ როლს ასრულებდა~, _ წერს ჯეკი თერნბული თავის ცნობილ წიგნში `მასწავლებლის 9 მახასიათებელი~, რომელშიც ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ხაზს უსვამს იმას, რომ მასწავლებელს კოლეგებთან ურთიერთობა უნდა შეეძლოს. მისი აზრით, რთული ადამიანები, უბრალოდ, არ არსებობენ და თუ მაინც ვინმეს ამგვარად მივიჩნევთ, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა ჩავუღრმავდეთ და ჩვენში ვეძებოთ ამ `სირთულის~ გამომწვევი მიზეზი: `რიგ შემთხვევაში, ადამიანები აუცილებლად მოიქცევიან გამაღიზიანებლად, დამაბრკოლებლად ან შემაშფოთებლად~. ამიტომაც იგი განიხილავს თავის კლასიფიკაციაში მასწავლებლის მეშვიდე მახასიათებლის (გავლენიანი მოქმედება) იმ სტრატეგიებს, რომლებსაც მასწავლებელი ადამიანებთან ურთიერთობისთვის უნდა ფლობდეს. მისი რჩევით, როცა შეხვდებით ადამიანს, რომელთან ურთიერთობის დამყარებაც რთულია, ამ დროს საჭიროა დაფიქრება: იქნებ თქვენ არ გამოგიჩენიათ საკმარისი გულღიაობა და მოქნილობა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა ჰარმონიული და ეფექტური ყოფილიყო?
რა თქმა უნდა, თვითკონტროლი, თავდაჯერებულობა, სხვების მოსმენის, მოთმენის უნარი და კეთილგანწყობა აუცილებელია გუნდური მუშაობისათვის.
ამ თვალსაზრისით, საინტერესოა უცხოელ პედაგოგთა გამოცდილებაც. კალიფორნიელი Eლენა აგილარი თავის ბლოგში `ეფექტური სკოლის გუნდის 5 მახასიათებელი~ სწორედ ამ საკითხს განიხილავს. როგორც თვითონ წერს, ამ თემაზე ბევრი ფიქრის შემდეგ დაწერა წერილი, რათა თავისი ნააზრევი კოლეგებისთვის გაენდო და მათი შეხედულებებიც გაეგო. მან ამ თემას ყურადღება მაშინ მიაქცია, როცა თავდაჯერებულობა იგრძნო გუნდური მუშაობისას, თუმცა ადრე სულ სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ყველაფერთან. მას არ ერიდება იმის აღნიშვნისა, რომ ადრე დამოუკიდებელ მუშაობას არჩევდა, არ მოსწონდა რაიმე საკითხის განხილვა ჯგუფურად, რადგან მიაჩნდა, რომ კამათს დრო მიჰქონდა და, კაცმა რომ თქვას, სხვათა გარეშეც იოლად წყვეტდა სასკოლო პროცესში წამოჭრილ პრობლემებს. გუნდში მუშაობისას მიღებულმა იმედგაცრუებამ მას არასწორი შეხედულება ჩამოუყალიბა ამ საკითხზე, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მან „ხედვის რაკურსი" შეცვალა.
ლენა აგილარმა ბოლო დროინდელი გამოცდილების მიხედვით დაასკვნა, რომ კარგ გუნდს სკოლის გარემოს შეცვლა შეუძლია. თანაც, ეს მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის. სკოლებში, რომლებიც არ განიცდიან კადრების ხშირ ცვლილებას, განსაკუთრებით შესაგრძნობია გუნდურობის მაღალი ხარისხი. ასეთი სკოლის მასწავლებელს აქვს მეტი დაცულობის შეგრძნება და განცდა იმისა, რომ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან მისიას ასრულებს სკოლის საგანმანათლებლო სივრცეში. თუ გუნდი ეფექტურია, მისი წევრები ერთმანეთისგან სწავლობენ, უფრო მეტს აღწევენ, ვიდრე ეს იქნებოდა შესაძლებელი დამოუკიდებელი მუშაობისას. ისინი ერთმანეთს გადასცემენ იდეებსა და გამოწვევებსაც იღებენ. ინდივიდუალური, პიროვნული სიძლიერე გუნდმა შეიძლება სრულყოფილად გამოიყენოს. ამგვარად, შეიძლება განხორციელდეს ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორიც სკოლის გარდაქმნაა. თანაც ისე, რომ გუნდის ყველა წევრმა კარგად იგრძნოს თავი და თავისი ადგილი და მნიშვნელოვნება ცხადად განსაზღვროს.
რა ქმნის კარგ გუნდს? ამ კითხვას ლენა აგილარი ასე უპასუხებს. ის გამოკვეთს კარგი გუნდის ხუთ მახასიათებელს და თითოეულზე ზედმიწევნით მსჯელობს.
1.კარგ გუნდს გაცნობიერებული აქვს თავისი არსებობის აზრი.
არ არის საკმარისი, როცა მავანნი ჯგუფდებიან იმის მიხედვით, თუ რომელ კლასებს ასწავლიან. გუნდად ყოფნის მიზანი შეიძლება იყოს ამგვარი: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რათა ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი, ერთმანეთისგან ვისწავლოთ, ერთად მოვძებნოთ გზები, რათა ამა თუ იმ კლასს უკეთესად ვასწავლოთ". სულ ერთია, ამას მიზანსა თუ მისიას ვუწოდებთ. მნიშნელოვანია, რომ გუნდის შეხვედრაზე დასწრება ყველას უხაროდეს, აუცილებლად და საჭიროდ მიაჩნდეს და არა მომაბეზრებელ ვალდებულებად, როცა ერთი სული გაქვს, თავი დააღწიო შეხვედრას ან რაიმე მიზეზი გამოძებნო მისგან თავის არიდებისა.

2.კარგი გუნდი ქმნის სასწავლო სივრცეს.
ბევრი მიზეზია, თუ რატომ უნდა გაერთიანდნენ მასწავლებლები გუნდში. მთავარია, რომ შეიქმნას ისეთი სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლას ერთმანეთისგან. ძალიან ცოტაა ისეთი პედაგოგი, რომელიც მიიჩნევს, რომ სწავლა აღარ სჭირდება. გუნდი ქმნის შესაძლებლობას, გაიგო ახალი, წახვიდე რისკზე, დასვა შეკითხვები ისე, რომ არ მოგერიდოს, რადგან ყველა ერთმანეთს კარგად იცნობს და პატივს სცემს, სხცებისგან სწავლასაც „უსაფრთხო კონტექსტი" ექმნება.

3.კარგ გუნდში ჯანსაღი კონფლიქტია.
კონფლიქტი არა მხოლოდ გარდაუვალი, აუცილებელიც კია, როდესაც გუნდში ყველა ერთად სწავლობს და მნიშვნელოვან პროექტსაც ახორციელებს. წევრები ერთმანეთის ყველა იდეას ვე გაიზიარებენ, მაგრამ იქნება კონსტრუქტიული დიალოგი და შეთანხმებაც დათმობისა და აღიარების გზით მიიღწევა.

4.კარგი გუნდის წევრები ერთმანეთს ენდობიან.
ეს იმას ნიშნავს, რომ, როდესაც გარადუვალი კონფლიქტი წარმოიქმნება, მისი მოგვარება ხერხდება. წევრები ერთმანეთს იცნობენ, უსმენენ, ერთმანეთის თვალსაზრისებს უბრალოდ კი არ უკუაგდებენ, არამედ განიხილავენ, საერთო აზრამდე მიდიან. შეძლება გუნდის რომელიმე წევრმა მართოს პროცესი, ფასილიტატორის როლი შეასრულოს. მთავარია, რომ არავინ დაიჩაგრება, შეურაცხყოფილად არავინ იგრძნობს თავს და ყველას სურვილისამებრ ექნება საკუთარი აზრისა თუ იდეის გამოთქმის საშუალება.

5.კარგ გუნდს ჰყავს ფასილიტატორი, ლიდერი ან ლიდერები, რომლებიც იცვლებიან.
როგორც გემს სჭირდება კაპიტანი, ასევე _ გუნდსაც. ოღონდ, ეს კაპიტანი იმის მიხედვით ჩნდება და იცვლება, რა საჭიროებაც გუნდს აქვს. ერთი პროექტისას შეიძლება ერთი პედაგოგი იყოს ლიდერი, მეორისა _ სხვა, იმის მიხედვით, ვის რა ცოდნა და გამოცდილება აქვს შესაბამის პროექტზე მუშაობისას. შეიძლება რომელიმე ადამიანი გამოკვეთილ ლიდერადაც იქცეს.
„გუნდური მუშაობა, განსხვავებული ადამიანებისაგან სწავლა, ინფორმაციის ღიად გაცვლა _ ცოდნის საზოგადოების ყველა ეს მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი საფრთხეს, რისკსა და იმის რწმენას მოიცავს, რომ, საბოლოოდ, გუნდური მუშაობა და პარტნიორობა კარგ შედეგს მოიტანს", _წერს ენდი ჰარგრივსი თავის ძალიან საინტერესო სტატიაში „სწავლება ცოდნის საზოგადოებაში: განათლება გონიერებისათვის". მისი აზრით, გუნდური მუშაობა ავითარებს ემოციურ ინტელექტს, რომელიც ხუთ ძირითად უნარს მოიცავს. ესენია:
·იცოდე და შეგეძლოს საკუთარი ემოციების გამოხატვა;
·სხვისი ემოციების მიმართ თანაგრძნობის გამოჩენა;
·ემოციების გაკონტროლება და რეგულირება;
·საკუთარი თავისა და სხვების მოტივირების უნარი;
·სოციალური უნარ-ჩვევების ფლობა, რომელთა მეშვეობითაც პირველი ოთხი უნარის მართვას შეიძლებ".

Tuesday, December 8, 2015

შემოქმედებითად მიუდექით კლასის მართვას

შემოქმედებითად მიუდექით კლასის მართვას
მასწავლებლები თავად ქმნიან ორიგინალურ სტრატეგიებს და მათ პირად წარმატებულ გამოცდილებებს საჯაროდ უზიარებენ ყველას. ზემოთ ვახსენეთ, რომ კლასის მართვასთან რამდენიმე თეორიაა დაკავშირებული, თუმცა ყველა მათგანი დეტალურად არ გაგვიხილავს. იმედია, აქ მოცემული მაგალითები, მასწავლებლებს დაეხმარება კლასის მართვის საკუთარი ეფექტური თეორია შექმნან. ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ, რომ კლასის მართვა არ არის თვითმიზანი. მთავარია მოსწავლეების მოტივაცია ამაღლდეს და მათ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ.
მაგალითად, ერთ-ერთმა მასწავლებელმა დაწყებით კლასებში ასეთ რამ მოიფიქრა: როდესაც ბავშვები ხმაურობენ იგი ანიშნებს მოსწავლეს, რომელიც ხმაურობს ფეხზე ადგეს, ამ მოსწავლეს შეუძლია დაჯდეს როგორც კი დაინახავს სხვა მოსწავლეს, რომელიც ხმაურობს, თუმცა როგორც წესი ბავშვები მაშინვე ჩუმდებიან რათა ფეხზე დადგომა არ მოუწიოთ.
დაბალ კლასებში ხმაურის შესამცირებლად შესაძლებელია ფუმფულა სათამაშოს გამოყენება. საუბარი არ შეიძლება თუ სათამაშოს არ გესვრიან, მასწავლებელი ესვრის ვისაც სურს საუბარი ან ვისაც კითხვას უსვამს, შემდეგ კონკრეტული მოსწავლე ესვრის სათამაშოს სხვა მოსწავლეს დ.ა.შ.
კიდევ ერთი სტრატეგია ფუმფულა სათამაშოს გამოყენებით: დაწყებით საფეხურზე, კლასში არის სათამაშო, მაგალითად ძაღლი, რომელიც კარგავს ან იღებს საჩუქრებს( ძვალს, პატარა ბურთს დ.ა.შ.) იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან ბავშვები. გაკვეთილის/ დღის ბოლოს მასწავლებელი და ბავშვები ერთად აჯამებენ იმას, თუ რატომ მიიღო ან დაკარგა სათამაშომ ესა თუ ის საჩუქარი.

როგორ გავხადოთ სწავლა სახალისო ტექნოლოგიების დახმარებით

როგორ გავხადოთ სწავლა სახალისო ტექნოლოგიების დახმარებით
თარიღი: 08 დეკემბერი 2015

ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია წიგნიერების კომპეტენციაა. რატომ არის წიგნიერება ასეთი მნიშვნელოვანი? ფაქტია ის ისეთი უნარების განვითარებასთანაა დაკავშირებული. როგორიცაა:

·კრიტიკული აზროვნება
·გაგების-გააზრების უნარი
·ანალიზის უნარი
·სინთეზისა და შეფასების უნარები.
წიგნიერება ეხმარება ადამიანს იყოს წარმატებული მოქალაქე 21-ე საუკუნის უნარებით აღჭურვილი. ამ კომპეტენციას საფუძველი სწორედ დაწყებით კლასებში ეყრება, ამ დროს უკვე შეიძლება ბავშვი ჩამოყალიბდეს კარგ მკითხველად

.
დღეისათვის კითხვის სწავლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ურთიერთობენ წიგნთან, უმეტეს დროს კომპიუტერთან ატარებენ. პრობლემა ზოგადია და აქტუალურია სწავლების სამივე საფეხურზე.
გადავწყვიტე პროექტის განხორციელება, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები მიზანმიმართულად გამოვიყენე კითხვის უნარის გასავითარებლად. ეს აქტივობები იყო 21-ე საუკუნის უნარების განვითარების საშუალება. მათ შეძლეს საკითხების ინტეგრაცია და შექმნეს პროექტის საბოლოო პროდუქტი-ელექტრონული წიგნები.
პროექტის მიზანი - ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების(კერძოდ წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების, სემიოტიკური კომპეტენციის) განვითარება მოსწავლეებში.
გასავითარებელი უნარები:
-21-ე საუკუნის უნარები (მაგ:შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად)
- კითხვის უნარი
-შემოქმედებითი უნარები
-ისტის გამოყენების უნარები
-მაღალი დონის სააზროვნო უნარები
კლასი - მესამე
საგანი/ები - ქართული, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
ბავშვებს ყოველთვის მოსწონთ განსხავავებული აქტივობები. უყვართ სიახლეები. ამიტომ კითხვის უნარის გასავითარებლად ბუკის გამოყენება მათთვის სიახლეს წარმოადგენდა, ამას ემატებოდა კიდევ ერთი სახალისო აქტივობა ხატვის სახით. ისინი წაკითხულის დასურათებას ახდენდნენ .

გთავაზობთ განხორციელებული ქმედებების ეტაპობრივ თანმიმდევრობას:
პირველი ეტაპი - მოტივაციის მიზნით, მესამეკლასელ მოსწავლეებს ვაჩვენე ჩემი შექმნილი ელექტრონული წიგნები, რამაც მათი დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ მათ სურვილი გაუჩნდათ თავად შეექმნათ საკუთარი ელექტრონული წიგნები, თვითონ იქნებოდნენ წიგნის მხატვრები და გამხმოვანებლები.
მეორე ეტაპი - შევადგინეთ მინი გეგმა. პირველ რიგში შევქმენი პროექტის ბროშურა, რითაც სასკოლო საზოგადოება გაეცნო პროექტს, შევუდექით მუშაობას. მოსწავლეებს ვთხოვე სახლიდან მოეტანათ სკოლაში მათ ხელთ არსებული საბავშვო ლიტერატურა. შევარჩიეთ მათგან ისეთი მოთხრობები, ზღაპრები და იგავ-არაკები რომლის დამუშავებასაც შეძლებდნენ.
მესამე ეტაპი - მოსწავლეებიმა შეარციეს ნაწარმოებები, მოახდინეს ტექსტების ანალიზი (დაყვეს ეპიზოდებად, დაარჩიეს, დაასურათეს) გადაუღეს ფოტოები თავიანთ ნახატებს, გადაიტანეს ბუკში და შეინახეს ჯერ საქაღალდეში. კითხულობენ თითოეული ნახატის შესაბამის ტექსტს გამომეტყველებით, იწერენ ბუკში, პროგრამაში: Sound Recorder. ინახავენ ჩაწერილ ხმებს ბუკში. აკვირდებიან ხმის ხანგრძლივობის დროს, ინიშნავენ, რომ შემდეგ სლაიდზე მიუთითონ ეს დრო.
მეოთხე ეტაპი - ელრქტრონული წიგნის აწყობა, ჩემი დახმარებით განხორციელდა. ჩემი დახმარებით შეძლეს წიგნის ყდების ლამაზად გაფორმება ანიმაციებით.
მეხუთე ეტაპი - გავხსენი პროექტის ბლოგი და ყველა მოსწავლის წიგნი ავტვირთე ბლოგზე, რომელსაც დავარქვით ინტერნეტ ბიბლიოთეკა. იხ. ელ მისამართზე:
http://internetbiblioteka.blogspot.com/p/blog-page_69.html
ამანაც გამოიწვია მოსწავლეებისა და მშობლების დაინტერესება, რომ მათი შრომის პროდუქტი ყველას შეეძლო ენახა ინტერნეტში.
როგორ შევაფასე მოსწავლეები?
§პირველ ეტაპზე - შევაფასე მათი კითხვის უნარი განმავითარებელი კომენტარებით.
§მეორე ეტაპზე - შევაფასე მათი მუშაობის ორგანიზებულობა, მონდომება, შრომისმოყვარეობა.
§მესამე ეტაპზე - კი ელექტრონული წიგნი ის, რაც სასწავლო მიზნის მიხედვით საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო
პროექტის საბოლოო შედეგი - ყველა მოსწავლემ შეძლო წიგნი-ტრადიციული გაგებით, დაეკავშირებინა თანამედროვე ტექნოლოგიებთან, გაეაქტიურებინა შემოქმედებითი უნარები(შესაძლებლობის მიხედვით) და შეექმნა სრულიად ახალი პროდუქტი -ელექტრონული წიგნი.( სინთეზის დონე)
აღსანიშნავია, რომ ყველა მოსწავლე მუშაობდა ხალისით და ინტერესით. მათთვის კითხვის პროცესი სახალისო გახდა. რადგან საშუალება მიეცათ მოესმინათ თავიანთი ხმისთვის, გაესწორებინათ შემდეგ ცდაზე ყველა ხარვეზი.მუშაობის პროცესში მათ განუვითარდათ ზემოთ აღნიშნული უნარები. პროექტში ჩართული იყო ყველა მოსწავლე შესაძლებლობის გათვალისწინებით. ( ზოგმა დიდი წიგნი შექმნა, ზოგმა უფრო პატარა.)პროექტის საშუალებით მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ტექნოლოგიების დახმარებით განევითარებინათ კითხვის უნარი. მათ ასევე განუვითარდათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები
გამოყენებული ლიტერატურა:
1. „ეროვნული სასწავლო გეგმა"
2. http://tpdc.ge/essentials/

Tuesday, December 1, 2015

პირველი შეხვედრა პედაგოგებთან

16 ნოემბერს შედგა პირველი შეხვედრა ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პედაგოგებთან. შეხვედრის მიზანი იყო მასწავლებელთა კითხვარის  შევსების წესების გაცნობა და escool-ში მუშაობა. შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა, მასწავლებლებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები დასმულ შეკითხვებზე, იმუშავეს შავად.
შევადგინეთ შემდგომი შეხვედრების განრიგი. დავგეგმეთ შეხვედრის ტიპები- ჯგუფური, ინდივიდუალური, წყვილებში.











გრძელდება ჩვენი შეხვედრები.გარდა სკოლაში შეხვედრებისა,გვაქვს სხვადასხვა სახის ინფორმაციული კავშირი-სატელეფონო, ინტერნეტი...მასწავლებლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან მათზე დაკისრებულ დავალებას.დავიწყეთ ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობა.

ფასილიტატორების ტრენინგზე

14-15 ნოემბერს საჩხერის 2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ფასილიტატორების ტრენინგი. ტრენინგის ხელმძღვანელი: ლიკა გომართელი. ტრენინგმა ნაყოფიერად ჩაიარა.







ფასილიტაცია, ფასილიტატორი


 
   მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი

         ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც სქემა სთავაზობს ზოგადასაგა-
ნამანათლებლო სისტემას, არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასი-
ლიტატორის ინსტიტუტის შემოღება სკოლებში.
        მისი დანიშნულებაა თითოეული მასწავლებლის ინდივიდუალური საჭიროებების
გამოვლენა, გაანალიზება, ამ სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით მის პრო-
ფესიულ განვითრებაზე ზრუნვა და ამ გზით სკოლაში ზოგადი პროფესიული დონის
ამაღლება. რა თქმა უნდა, ფასილიტატორის, ისევე, როგორც სქემაში ჩართული ყვე-
ლა პირის, საბოლოო მიზანი მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაა. მასწავლებლის
პროფესიული განვითარების ფასილიტატორების საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მასწავლებელთა დახმარება პროფესიულ საქმიანობაში, რათა მათ შემდგომში დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი პრაქტიკის წარმართვა და გაუმჯობესება, რითაც თავიანთ წვლილს შეიტანენ სკოლის განვითარებაში. ამდენად, ფასილიტატორის ინსტიტუტის წარმატებით დანერგვა და ამოქმედება არა მხოლოდ ცალკეული მასწავლებლის, არამედ საბოლოოდ მთლიანად სკოლის განვითარებას შეუწყობს ხელს (მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების,პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი ).

ფასილიტაცია- ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გულისხმობს რაიმე პროცესების ხელშეწყობას, ან სხვისი დავალებების გაადვილებას. ადამიანს, რომელიც კისრულობს ამ როლს, ეწოდება ფასილიტატორი. ტერმინი ,,ფასილიტატორი'' გამოიყენება განათლების სისტემაში და ნიშნავს სპეციფიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელიც ეხმარება სხვებს სასწავლო მიზნების მიღწევაში.  ფასილიტატორი არის  სკოლის მასწავლებელი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და ცდილობს, გადასცეს თავისი გამოცდილება სხვა მასწავლებელს, რომელსაც არ მიუღია მსგავსი გამოცდილება ( სამოქალაქო განათლების ლექსიკონი )